Tuesday, November 2, 2010

U.F ანუ გაერთიანებული ოჯახი


სულ რამოდენიმე დღის წინანდელი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. ისეთია, გონებაში რომ გაგირბენს და bloge-ზე დაწერას რომ გაფიქრებინებს. ამ რამოდენიმე დღის წინ ქალაქი საეჭვოდ ჩაბნელდა, მანამდე ყველა ჩვენ-ჩვენ სტიქიაში ვიმყოფებოდით: მე რათქმაუნდა ვმეცადინეობდი :))) ტელევიზიის თანხლებით. სახიფათოდ ბევრი მქონდა სამეცადინო და ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, დედო საღამოს განტვირთვით სეანს ატარებდა და საკუთარ თავს კაშნეს უქსოვდა, მამა, როგორც ძირითადად სჩვევია ხოლმე წიგნების თაროებს ალაგებდა და თან ბუზღუნებდა... -კარადა  ვეღარ გაგიღია, შიშით არაფერი დაგეცეს. რათქმაუნდა ეს ფრაზები ჩემი და ჩემი ძმის მიმართულებით იყო, კაკი კომპიუტერთან იჯდა, საოცრად პოპულარულ სოციალურ ქსელში ჯგუფელ-მეგობრებთან მომავალი დღის სემინარებზე საუბრობდნენ და ნაწვალებს უზიარებდნენ ერთმანეთს. და, ჰოი საოცრებავ, ჩემი მეგობარი ტელევიაზია(რომელიც ნებით თუ ენებლიედ არ მტოვებს) დადუმდა :((, კაკის ჯგუფელ-მეგობრები ჩაქრნენ, დედოს თვალი დარჩა ამოსაყვანი, მამას შიში რეალობაში მოვიდა :))) ყველამ ხელების ფათურით რატომღაც ჩემს ადგილსამყოფელს მოაკითხა, ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი და ბნელ, ლამპიონით ოდნავ განათებულ ოთახის სივრცეში სანთელი ალაპლაპდა. (უკვე რა ხანია ლამფეფი აღარ მოიპოვება თბილისელთა ოჯახებში) ვისაუბრეთ ერთმანეთზე, წარსულ მოგონებებზე და სამომავლო გამოცდილებებზე. დროდადრო ფანჯრიდან ავტომობილების სინათლე შემოდიოდა.გარშემორტყმულნი წყვდიადით ბედნიერად ვგრძნობდით თავს ვსაუბრობდით ყველაფერზე და ვფიქრობდით ერთმანეთზე!!! გზააბნეულმა ელ. ენერგიამ საბოლოოდ თავი ჩვენს ნათურებში, ტელევიზორებსა და კომპიუტერებში ჰპოვა და კვლავ დავიშალეთ :((

4 comments:

  1. მუაგარიააააა...აი უბრალოდდ მუაგარიაა რაა!!! მე ვამაყობ შენით!!! ემოცია,აზრი 100% ით გადმოეცი! ნიჭიეროო :*

    ReplyDelete
  2. ხო, ჩემო ფრანკა? :***

    ReplyDelete