Saturday, April 14, 2012

მზესუმზირას მიესაჯა მუდამ მზის მზერა

კორიანტელია ოცნებების და არა მტვრის ჩემს გულსა და გონებაში. ცოტა ხნით დავისვენებდი...ყველასგან და ყველაფრისგან. სადმე გავემგზავრებოდი, ჩანთას სიხარულით ჩავალაგებდი...კბილის ჯაგრისი, Ipod, სქელი ჟაკეტი, Jeans, სათვალე, მინ. სამი წიგნი, პირსახოცი და პიჟამოები. წავიდოდი რაიმე სახმელეთო ტრანსპორტით, საზოგადოებასთან ერთად. ნამდვილ ორ კვირიან vacation-ს მოვიწყობდი, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩემი წესებით ვიცხოვრებდი, მხოლოდ ჩემთვის. დაღლილ-დაქანცულ სულს და გონებას დავასვენებდი გულზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ჩვენს ქვეყანაში იგრძნობა როგორ ფეხაკრეფით მოიპარება გაზაფხული, სასიამოვნო პერიოდია... მზე გათბობს, მაგრამ არ გაოფლიანებს . დღეს დიდხანს ნანატრი ელვაც დავინახე ცაზე. აუტანელი, ზლაზუნა ზამთარი როგორც იქნა გაილია, რომელმაც თითქმის შეიწირა ჩემი ნერვები და მოთმინება. ფიალა 3/4-ით ამევსო =))
უკვე რა ხანია ვოცნებობ ერთ გარემოებაზე, ბუნების წიაღისეულ გარემოებაზე. რამდენჯერ გონებაში წარმომდგენია, რომ ამ გარემოების წიაღში ვიმყოფები სასურველი გარემოცვით. ცოტა მეც ავიბენი, ამიტომ პირდაპირ გარემოების აღწერაზე გადავალ. წარმოიდგინე! გაზაფხულს უკვე მტკიცედ აქვს ფეხი მოკიდებული და ამინდიც შესაფერისი ანუ- თბილი, მაგრამ ნესტიანი ჰაერი, თითქოს დამძიმებულიც, მაგრამ მაინც მომაკვდინებლად სასიამოვნო, მოღრუბლული ცა და მონაცრისფრო აურა, მწვანე მიდამო, ნესტიანი ბალახი, ცოტა დაღმართი და ხეები ალაგ-ალაგ, ნანატრი მხატვრული ლიტერატურა როგორც იქნა დაიმარტოხელე და სრულ განცხრომაში ხარ. დარწმუნებული ხარ რომ ძალიან მალე გიჟური ამბები დატრიალდება და გიჟური ამინდის მოლოდინში ხარ, იცი რომ უნდა ადგე, მაგრამ თითქოს არც აპირებ ადგომას, თითქოს გეჩქარება, მაგრამ ამავე დროს ფეხებზე გკიდია. არც გცივა და არც დასველების გეშინია. სრული ჰარმონია და ნანტრი თავისუფლება, მისი ჩაშლის და გაფუჭების უფლებას ბუნებასაც არ აძლევ და არც ემორჩილები მის კანონზომიერებას მისი დინების საწინააღმდეგოდ მიდიხარ და თავს ბედნიერად გრძნობ...ათასნაირი სურნელია ერთმანეთში არეული, სასიამოვნო, მაგრამ ადამიანის ხელი ამ საქმეში არ ურევია...რაღაც სხვა ამბავია.
                                                                                                                                 inspირაცია 2007(c)