Tuesday, February 12, 2013

გძეტა გორში

წარმოიდგინეთ რომ რამოდენიმე თვის სიცოცხლე გაქვთ დარჩენილი რას მოიმოქმედებდით??? რა სისწრაფით მოგინდებოდათ ამ ყველაფერს რომ ბოლო მოღებოდა??? დაიჯერებდით სასწაულების თუ მხოლოდ პრაგმატული იქნებოდით??? გამოიგონებდით იდეალურ სამყაროს და ჩაიკეტებოდით??? თუ "თითქოს უკანასკნელად ცხოვრებაში", ამ ჯადოსნური ფრაზით იცხოვრებდით მთელი დარჩენილი ცხოვრება და თავს მისცეემდით ბევრის უფლებას??? რომელ ბანაკში აღმოვჩნდი მე თვითონაც არ ვიცი, ქვეცნობიერიც არაფერს მკარნახობს, ცოტა არ იყოს მაშინებს ეს "თითქოს უკანასკნელად ცხოვრებაში" თავისებურად სახიფათო ფრაზაა. წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და საკუთარი შეხედულებები ჩამომიყალიბდა ცხოვრებასთან დაკავშირებით, რაც ადრე მნიშვნელოვანი მეგონა, თითქოს უფერული გახდა და პირიქით. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანების უბედურებას არ მინდა რომ ვხედავდე ანუ მირჩევნია ეს ყველაფერი მე გადავიტანო და ისინი მიყურებდენენ, აქედან გამომდინარე დავასკვენი რომ საშინელი ეგოისტი ვარ და მირჩევნია ისინი იტანჯებოდნენ ვიდრე მე, აქედანაც შეიძლება რაღაც ლოგიკური დასკვნის გამოტანა. რამდენჯერ წარმომიდგენია ჩემი თავი და ისინი, ისინი რომლებიც ჩემს ცხოვრებას განაპირობებენ, ისინი ვინც ჩემს ცხოვრებას ფერს აძლევენ, და მაცოცხლებენ. წარმოვიდგენ როგორ დამტირიან, ღმერთო ამაზე მაგარი შეგრძნება მე პირადად ჯერ არაფერი გამომიცდია ცხოვრებაში, რა არის ეს??? არც კი ვიცი რა შეიძლება იყოს ეს, ეგოიზმი თუ "თავში ყველაფერი რიგზე არ აქვს"??? მოკლედ, წარმოვიდგენ მათ დამწუხრებულ სახეებს და მე მსიამოვნებს ეს. უბრალოდ მხოლოდ მათ წარმოვიდგენ ვისაც ნამდვილად დამწუხრებული სახე ექნება, სხვები არ მაინტერესებს. გამიგღძელდა, ეს ზამთარიც გაიწელა, ალბათ არც არაფრის დაწერა მომინდებოდა რომ არა ახალი კლავიატურა, რომელიც ძალიან მომწონს და დროს ვიხელთებ მეც და ბლოგს მოვინახულებ და დავაბარტყუნებ ცოტას ამ კლავიატურაზეც, გორში ვარ დეიდასთან და ზეგ თბილისში მივდივარ :(( გამოცდა მაქვს გადასაბარებელი. მოკლედ იფიქრეთ ჩემს ნაბარტყუნებზე, აზრები მაინტერესებს თუ სა მნოი შტო ტა ნე ტაკ???