Monday, November 1, 2010

თოვლად მოგვსვლია მსუბუქი სევდა, და ყინვა - მჭახე, კრიალა, გლუვი... ის ხმა კი, ის ხმა მაინც გვესმოდა


მრავალჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი, აჰ, ყველაფერი გამოგვიცდია - მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც - ეკალი, სქელი ხალიჩაც გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე, ყვავილ-მოყრილი და ნაკვერჩხლებზეც შიშველი ფეხისგულებით გვივლია... ქარაფშუტულად გვიქაქანია, მოცლილნი, ენას ვატლიკინებდით და ესეც მომხდარა, ბაგედახშულთ, უთქმელთ, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო, ეჰ, ის ხმაური მაინც გვესმოდა... და ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა და ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისაკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ, - ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, ფათერაკგადახდილნი, საწოლში მშვიდად გარდავცვლილვართ, დავღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის - ელ სორდოს გვერდით, სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად... როგორ... მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნამცეცები აგვყოლია ტუჩზე, შურის საძიებლად ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალნია დაკლაკნილ გზებზე, წვიმა გვინახავს - ჰეე, ბევრნაირი.   გურამ დოჩანაშვილი

No comments:

Post a Comment