Wednesday, May 18, 2011

ჭერმის წვენი (ჭერამკოლა) =)))))


სააშკარაოზე გამომაქვს ზოგიერთი რამ! ვაღიარებ, ვარ უზარმაცესი პიროვნება, რომელიც ადგილს ვერსად პოულობს, მიყვარს მოღრუბლული ამინდი და მწვანე ფერი, უკანასკნელი პერიოდი ბუნებაზე შეყვარების მქონდა Ace Ventura-ს ერთ-ერთი ფილმი, როცა ბუნება გიხმობს აი, სრული ამ წინადადების მნიშვნელობით. ვოცნებობ ავტრალიასა და ახალ ზელანდიაში მოგზაურობაზე. ეს უკანასკნელი პერიოდია Milford Track-ის მონახულებაზე ვოცნებობ. ჩვენს ქალაქში ბუნებამ ფაქტობრივად გაიღვიძა. ჩემი სახლის უკანა აივნიდან მხოლოდ სიმწვანე მოჩანს არა ბევრი სხვა რამეც, მაგრამ ზემოთ ხსენებული სიმწვანე ყველაფერს ჩრდილავს. მოჩანს ფეხბურთის მოედანი, ჩემი ძველი სკოლა, თბილისის ანძა, ახალმშენებარე კორპუსი და ერთი მოხუცი, რომელიც ყოველ საღამოს უკაცრიელ ბილიკზე ორი მძიმე ხელჩანთით მოაბიჯებს. მიყვარს ხედები ჩემი სახლიდან. მთის კალთები, რომლებზეც ჩამავალი მზის სხივები ერთი კუთხით ეცემიან. ვერ ვიტან მოულოდნელად თავს დამტყდარ უბედურებებს, (ან ვინ იტანს) sms.tsu.ge-ს, ქარს და მზეს ერთად, ფრინველებსკბილის ტკივილს და კიდევ ბევრ რამეს.მიყვარს ყველაფერი, რაც ცხოვრების საყვარელ პერიოდებს მახსენებს, უდარდელი ზაფხული, თავისუფლება, ''ზმეიკიანი'' ჯინსები (ოღონდაც ღილებიანი არა) და ჭერმის წვენი <3 <3

Friday, April 29, 2011

ეეეჰ!


გვეღვრება სულებში, გვეღვრება რა?
მონატრება და უძირო ზღვა.
ფიქრები მოდიან და მოაქვთ რა?
შორი სიმღერა და კიდევ რა?
გაიქცნენ წლები და ჩვენ დაგვრჩა რა?
მატება ასაკის და სევდის ტბა.
ვიზრდებით, არ ვწყვეტთ, მაგრამ რა?
გავშალეთ აფრა და მივდივართ სად?

Sunday, March 27, 2011

you must be brave ჰმმმმ don't be afraid კიდევ ჰმმმ. და ვინმეს სჯერა ამის?

Sunday, February 27, 2011

მე, ისევ მე, მხოლოდ მე...


ჰეიიი, ვჰატზზ აპპ? იდეები და კიდევ ერთხელ იდეები. არ გეგონოთ უსაქმური ვარ, უბრალოდ ტაიმ-აუტი ავიღე. ცარიელი ქუჩა და წვიმის მსხვილი წვეთების რახარუხი, წვიმიანი ამინდისთვის დამახასიეთებელი ფერი ირგვლივ, თავი დავიძვრინე ალბათ ყველა შენიშნავთ, რადგან არ ვიცი რა ვუწოდო მაგ ფერს და ამიტომ მარტივად იყოს წვიმიანი ამინდის ფერი. თავისუფალი და თან ჩახუთული სივრცეა, მოდიხარ, არც ქარი, არც ნიავი მხოლოდ ჩამავალი მზის სხივები გათბობს და ფიქრებს აჩაგვრინებ თავს. ფიქრებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევენ.თავიც კი გტკივა უკვე და ფიქრობ ნეტავ ფიქრებისგან თუ უმოწყალო წვეთებისგან. რაღაც გავიფანტე, ცივმა წყალმა გამომაფხიზლა. ჩემი წყლის გამაცხელებელი ყოველ 20 წუთში ირთვება :) წარმოიდგინეთ გაყინული სააბაზანო და ცხელი თითქმის გავარვარებული წვეთები ზურგზე მე ამ ყველაფერს აზრზე მოვყავარ და საშინლად მსიამოვნებს, ჩემი საყვარელი გასართობია. თქვენი არ ვიცი და ჩემი საყვარელი ადგილი სახლში ზუსტადაც რომ აბაზანაა :)

Saturday, February 19, 2011

გვეღვრება თავზე თეთრი ფიფქების მასა ზამთარმა სათანადოდ ვერ შეგვაფასა!


უკვე კვირა დღე დადგა, რატომღაც ყოველთვის უცნაურ განცდას იწვევდა კვირა დღე ჩემს ქვეცნობიერში. სკოლის პერიოდში მხოლოდ პრაგმატულად ვუყურებდი და რატომღაც მძულდა, ჩემს ბედნიერებას ბოლოს უღებდა, ყოველთვის ბევრი მქონდა სამეცადინო რათქმაუნდა ზარმაცების რიცხვს მივეკუთვნებოდი, რომლებიც კვირას მეცადინეობდნენ, მაგრამ შესწორებას შევიტან თქვენის ნებართვით...ჩემდაუნებურად ''ატლიჩნიცა'' ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა. არდადეგებზე ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ არდადეგების დასასრული ცუდად მახსენდება ყოველთვის. კვირა დღეს ვიბარგებოდი ჩემი საყვარელი ქალაქიდან და ვბრუნდებოდი თბილისში, ბოლო ხანებში ცრემლების გარეშე. გავიდა კარგა ხანი სადღაც 12 წელი და კვირა დღეს შეეცვალა სტატუსი, ცოტა დაიხვეწა და კვირა დღემაც ამოისუნთქა. ახლა ჩემდა სასიკეთოდ ვიხმარ ამ დღეს. ხან ისე, ხან ასე. კვირას ყოველთვის ყველასთვის საყვარელი დღე მოყვება, (აქ ირონია მოვიშველიე, ალბათ ყველა შენიშნავთ). დღესაც და ვიმედოვნებ კიდევ დიდხანს... მაინც მეზარება დილით ადგომა და მელიქიშვილის გამზირის ფეხით გავლა, გადახუნძლული ჭავჭავაძე და მეორე კორპუსის აღმართი, მაგრამ მაინც, დღეს კვირა ჩემთვის სხვაა! ე.ი. ხვალ კიარადა უკვე დღეს რა გეგმები მაქვს? დილით წირვაზე მინდა წასვლა, მერე მეგობრების შეკრებას ვაპირებ ჩემთან. ჩემი ძმა შაბათ-კვირას მოვიშორე და დროს უქმად არ დავკარგავ :)) თოვს, ისე მშვიდად, მყუდროდ. მინდა ვაღიარო, რომ ჩემი ფანჯრიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება, ახლა განსაკუთრებით. მომწონს კარგია. სიამოვნებით გავბოდიალდებოდი გარეთ



Friday, February 4, 2011

inspired by (K of L) cold desert


მაქვს შემდეგი სახის იდეა, რომელსაც ბევრი follower-ი გამოუჩნდება ჩემი აზრით =)) ჩემი იდეა შემდეგში მდგომარეობს! რატომ არ შეიძლება თითოეულ ადამიანს ჰქონდეს nickname და password? ყველა ვეღარ შეძლებდა ჩვენს გულებსა და ცხოვრებაში ბოდიალს. ყველა ვეღარ ჩააყენებდა ჩვენს გულებს action-ში და ვეღარ შეძლებდა ამით მანიპულირებას =)) ახლა მეღიმება , მაგრამ მწარედ დამაზარალა ამ პრობლემამ!!! გულს დავიბლოკავდი ან უარეს შემთხვევაში batary empty =)) აღარ გავაცოცხლებდი და მხოლოდ გონებით ვიარსებებდი, რომელიც მხოლოდ გამოჩერჩეტებულ თოჯინას დამამსგავსებდა და მარიონეტივით მომექცეოდა =(( დილით ყუთიდან ამომიღებდა და საჭიროებისამებრ მომიხმარდა =P მჭირდება follower-ები და თანამოაზრეები ამ იდეის განსახორციელებლად, მსურველები შემეხმიანეთ. გადავარჩინოთ გულები იმედგაცრუებისაგან =)))

Wednesday, January 19, 2011

ეფექტურია


ბანალურობასა და გაცვეთილობაში ნუ ჩამომართმევთ და მომწონს ეს ციცინი თვალებში

Tuesday, January 11, 2011

აააააა


ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში (მე ვიგულისხმე სტუდენტის) ცხოვრებაში აუცილებლად დგება დღე და მომენტი, როცა თავი უბრალოდ წიგნებზე და ფურცლებზე გივარდება, საათი უმოწყალოდ წიკ-წიკებს და გარბის. გვინდება წიგნებისგან გაქცევა და ახლომგდებარე ქაღალდს მივაშურებთ, ხელში კალამი გვიჭირავს, რომელიც რა ხანია მელნითაა მოთხუპნული, თითებზეც იგივეს ვიტყოდი (ყოველ შემთხვევაში ჩემს თითებსა და კალმებზე). გვინდება ჩვენი დაბინძურებული გონების გასუფთავება ამ ქაღალდისა და კალმის დახმარებით. საკუთარ თავს ატყობ, რომ რაღაც ზღვრამდე მიხვედი და მეტი აღარ შეგიძლია, უფრო სწორად ვეღარ შეგიძლია, მაგრამ როგორც იტყვიან და მოგვდგამს ძველთაგან თავს ზევით ძალა არაა და განაგრძობ ქექვასა და თვალების სრესვას. საკუთარი ოთახისა და მაგიდის მიმართაც გაუცხოება გეწყება და მხოლოდ ლოგინი მიგაჩნია ერთადერთ მეგობრად. სხვა ოთახებში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიედინება და ჩქეფს. შენთან? სრული სიჩუმე და წიკ-წიკი. ქაოსი გონებაში და მაგიდაზე. ხვალ გამოცდა აააააა!!! ზოგს, შეიძლება პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს და სიზარმაცე და გულგრილობა დამწამონ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში (მე ვიგულისხმე სტუდენტის) ცხოვრებაში დგება...