Tuesday, August 31, 2010

summer time


ზაფხულის ბოლო დღეა... ბოლო ამოსუნთქვა, ბოლო დღეა, როცა შეცდომები გეპატიება. ზაფხული სწორედ ისაა, რომელიც არასდროს გისაყვედურებს, რომელიც არასდროს გაგკიცხავს, თუმცა ერთ შესწორებს შევიტანდი ბოლო ზაფხული საოცრად მკაცრი იყო. ალბათ ჩვენი შემოწმება განიზრახა და კუდი მოიქნია :))) მაგრამ მაინც ჩვენიანია, ჩვენი მესაიდუმლეა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეგობარია, ყველაფერი იცის ჩემ შესახებ და მეც ყველაფერს ვუზიარებ. ბოლო დღეს როგორ გგონია ვისთან ერთად ვიქნებოდი :))) რათქმაუნდა ზაფხულთან და შემოდგომასთან. როგორც ყოველთვის უამრავი ვიცინეთ, ცოდვები გავიხსენეთ :))) გულის მტაცებლებზე ვილაპარაკეთ და სამუდამო ხედით ვტკბებოდით. შორს, ცის კიდეზე ფეიერვერკები აციმციმდნენ, სიტუაციას საოცრად მოუხდა. ვიხეტიალეთ და ვილაქლაქეთ :))) ბოლო წამები და სულს ღაფავს ჩემი მეგობარი, უკანასკნელ აკორდებს აკვნესებს :))) და აი გამომეცალა ხელიდან. შორს წავიდა დიდი დროა მის ხელმეორედ მკვდრეთით აღდგომამდე. მისგან დამრჩა ცოტა გარუჯული სხეული, დაუვიწყარი მოგონებები და წარუშლელი შთაბეჭდილებები. მოკლედ რომ ვთქვა დამაჯილდოვა და წავიდა.

2 comments:

  1. კარგია...საკაიფოდაა დახუნძლული ყველაფრით... მეტკუცაა :)):*

    ReplyDelete
  2. shemodgoma vaxsene da getkuceboda aba ra iqneboda :))))))

    ReplyDelete