Thursday, August 26, 2010

I need some pain =))))

მინდა ბევრი დავლიო, იმდენი რომ აზრზე ვეღარ მოვიდე. ყველა და ყველაფერი დავიკიდო. მინდა მხოლოდ ეს გვერდი მაღელვებდეს, რომელზეც ალაგ-ალაგ სველი რგოლები გაჩნდა. ალბათ ყველა მიხვდით, რომ კლავიატურის ნაცვლად კალმით ვწერ. მელანი და ცრემლი ერთმანეთში აირია და ჩემი აზრები გაითხიპნა. თითქოს ვეღარაფერს ვგრძნობ. რაღაც ბიძგი მჭირდება, ცხოვრებისეული ბიძგები, თუნდაც მოულოდნელი და შემაძრწუნებელი. ალკოჰოლი, აი რა მჭირდება, მისი სიმწარე აი რა მაკლია. ტუჩზე მოკვნეტა საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს, რამდენჯერ გავუმწარებივარ აი, ასეთი განცდა მჭირდება.

No comments:

Post a Comment