Thursday, July 29, 2010

life as chocolate


ცხოვრება საოცრად ჰგავს შოკოლადს! დაინახავ და მაშინვე მოგინდება. თავდაპირველად ბედნიერი ხარ და გსიამოვნებს. გავა დრო და ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი ხდება, თითქოს გაუთავებელია მწარდება და პირვანდელ გემოს კარგავს. საბოლოოდ კი ყველაფერზე წამსვლელი ხარ, რათა როგორმე თავიდან მოიშორო. ახლომახლო სანაგვეში ჩაუძახებ და გგონია გათავისუფლდი და შენი თავის  უფალი გახდი, მაგრამ მისი ბექი არასდროს დაგტოვებს. თითებზე დაიხედავ და დაინახავ შოკოლადის კვალს, დაინახავ თითებზე შერჩენილ ცხოვრებას, რომელიც არასდროს გამოგეთხოვება. პასუხისმგებელი ხარ შენს ცხოვრებაზე, თუნდაც გეკიდოს ფეხზე ! ! ... 

No comments:

Post a Comment