Friday, February 14, 2014

one of these days

ვაკრატუნებ მზესუმზირას და ვფიქრობ ცხოვრებაზე. p.s. ცხოვრებაზე ფიქრი ჩემი საყვარელი გასართობია. ბლოგზე შემოსვლა და ჩემი აზრების აქ გადმოფრქვევა მაიძულა ჩემმა ორდინალურმა ცხოვრებამ, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ. ვფიქრობ ყველაზე მეტად რა მინდა ამ მომენტში და მივდივარ იმ დასკვნამდე რომ, ამ მომენტში, ხაზს ვუსვამ ამ მომენტში, მინდა ის რასაც ახლა ვაკეთებ. Feeling so cozy in my place. ცხოვრებას მარტივი დეტალები განაპირობებსო ამ ფრაზას 100%იანი სიხშირით ვეთანხმები და ვეხმიანები. ჩემს  მყუდროებას ამ მომენტში ის განაპირობებს, რომ საშინლად მიყვარს ასეთი ამინდი: ღრუბლიანი, ნისლიანი და ნესტიანი. ამ ყველაფერს დაამატეთ The forest-MDMA კარგად მოურიეთ, თუმცა ჯერ არ გადმოიღოთ თეფშზე კიდევ ბევრი რამე გვაქვს დასამატებელი, ასე მარტივი ნუ გეგონებათ ჩემი ბედნიერების რეცეპტი. ჩემი კედელი, რომელსაც ჩემი საყვარელი დახრილობით ეცემა მზის სუსტი სხივები 5 საათსა და 52 წუთზე. ჩემი საყვარელი ლოგინი და თეთრეული, სარეცხის ფხვნილის სურნელით (ვაფრეენ მაგ სუნებზე) ყავა უკვე მრავალგზის მიღებული მაქვს და ალბათ ჩემი ფორიაქიც ამას უნდა დავაბრალო.  არსად არ მეჩქარება, არსად არ გავრბივარ, თუმცა დავაზუსტებ მიყვარს მუდმივი გადარბენები, ეს კონდიცია კი უფრო მიყვარს, უსაქმურობისა და აბსოლუტური "სიმძორე." ვერც იმას ვიტყვი, რომ სულ აქ ყოფნა მინდა, საუბრის დასაწყისში ალბათ გახსოვთ, რომ ხაზი გავუსვი "ამ მომენტს." ხშირად მიფიქრია, რომ ეს უკანასკნელი ადგილია  სადაც ყოფნა მინდა, თუმცა საწინააღმდეგოც ხშირად მიფიქრია და ამ ყველაფრისგან თავგზაც ხშირად ამრევია. ჩემს ოთახში ისეთი სუფთა ჰაერია, ისეთი.

No comments:

Post a Comment