Tuesday, January 11, 2011

აააააა


ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში (მე ვიგულისხმე სტუდენტის) ცხოვრებაში აუცილებლად დგება დღე და მომენტი, როცა თავი უბრალოდ წიგნებზე და ფურცლებზე გივარდება, საათი უმოწყალოდ წიკ-წიკებს და გარბის. გვინდება წიგნებისგან გაქცევა და ახლომგდებარე ქაღალდს მივაშურებთ, ხელში კალამი გვიჭირავს, რომელიც რა ხანია მელნითაა მოთხუპნული, თითებზეც იგივეს ვიტყოდი (ყოველ შემთხვევაში ჩემს თითებსა და კალმებზე). გვინდება ჩვენი დაბინძურებული გონების გასუფთავება ამ ქაღალდისა და კალმის დახმარებით. საკუთარ თავს ატყობ, რომ რაღაც ზღვრამდე მიხვედი და მეტი აღარ შეგიძლია, უფრო სწორად ვეღარ შეგიძლია, მაგრამ როგორც იტყვიან და მოგვდგამს ძველთაგან თავს ზევით ძალა არაა და განაგრძობ ქექვასა და თვალების სრესვას. საკუთარი ოთახისა და მაგიდის მიმართაც გაუცხოება გეწყება და მხოლოდ ლოგინი მიგაჩნია ერთადერთ მეგობრად. სხვა ოთახებში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიედინება და ჩქეფს. შენთან? სრული სიჩუმე და წიკ-წიკი. ქაოსი გონებაში და მაგიდაზე. ხვალ გამოცდა აააააა!!! ზოგს, შეიძლება პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს და სიზარმაცე და გულგრილობა დამწამონ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში (მე ვიგულისხმე სტუდენტის) ცხოვრებაში დგება...

No comments:

Post a Comment