Wednesday, September 8, 2010

ზაფხულის წვიმა (ასე უბრალოდ)


ხის გრძელი აივანი და ოთხი არასერიოზული აივნის მოაჯირთან :)) მწვანე კარ-მიდამო და მთები ირგვლივ. შავი ღრუბელი ცის კიდურზე, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს. ალბათ გაწვიმდება, გონებაში ყველას ეს გვიტრიალებს. ქარი ამოვარდა და გზააბნეული ფოთლებით გაივსო აივანი. სასწრაფოდ დავირაზმეთ და წამოსასვლელად მოვემზადეთ. ჰაერი ჩახუთული, მაგრამ მაინც მთის შესაფერისად სუფთა და მაცოცხლებელი იყო. ჩქარი ნაბიჯებით მოვუყვებოდით დაღმართს და, აი დაასხა და 3 წამში ამოგვლუმპა :)) მერე ნაბიჯს შევუნელეთ, რათქმაუნდა ვსველდებოდით, მაგრამ ყველას საშინლად გვსიამოვნებდა და მოგვწონდა. ჩქარი ნაბიჯით სიარულს აზრი აღარ ჰქონდა. როგორც იქნა დაღმართი ჩათავდა და გზაც გამოჩნდა. ყოველი დეტალი, ყოველი მოძრაობა, ყოველი ცას მოწყვეტილი ცრემლი სასიამოვნო იყო და ყველა ამაღლებულ განწყობაზე დაგვაყენა. ერთად მოვდიოდით და უერთმანეთოდ ვერ წარმოგვედგინა, გვიყვარდა და გვიყვარს ერთმანეთი. გზის ნაპირზე საავტომობილო ნიშანი იყო როგორც მახსოვს ‘’stop’ :))) აი იქ გავჩერდით და რატომღაც მისი ჩამოგდება გადავწყვიტეთ.

-თქვენ რა ადამიანები ხართ :)) შემოდგომა გაგვინაწყენდა და სასწრაფოდ მიუჩნა თავის ადგილი. ჩვენ გვეცინებოდა შემოდგომაზე. რეციდივისტო :)))) გავიძახოდით. ცის ცრემლები ასფალტზე თქაფათქუფით ეხეთქებოდნენ და სკდებოდნენ. ზურგში სასიამოვნო ნიავს ვგრძნობდი. წვიმის წვეთები უმოწყალოდ გვეხეთქებოდნენ და სასიამოვნო ტკივილს გვაყენებდნენ. ერთად განცდილი ტკივილიც სასიამოვნო გვეჩვენებოდა. მოსახვევიც გამოვიარეთ და ხიდიც გადავკვეთეთ, უკვე ქალაქში ვიყავით, ქალაქში სადაც გვეღიმებოდა, სადაც ყველაფერი თითქოს სულ ერთი ხდებოდა, სადაც ყველა ფერი სხვა ფერს იძენდა.

1 comment:

  1. მე ამ დროს ვიჯექი სამგზავრო მარშუტკაში და მივუყვებოდი დაკლაკნილ გზას... ჩემთანაც წვიმდა, მართალია თქვენგან შორს ვიყავი, მაგრამ თქვენი ხმა მაინც მესმოდა... და მეც მიხაროდა, თქვენთან ერთად...

    ReplyDelete