Thursday, December 16, 2010

მე შენთან მეგობრობა მინდა.


და აგერ უკვე მრავალგზის აღვნიშნეთ მე და მეგობრებმა, ბოლო ხანებში,  სულიერების ამაღლება საეჭვოდ განვიზრახეთ და ამის შედეგად მრავალ ღონისძიებას დავესწარით. კულტურული საღამოებიდან დაწყებული მწერალ-პოეტებთან შეხვედრებით დამთავრებული :))) ალბათ რაიმე ზეგავლენა უნდა მოეხდინა ამ ყოველივეს ჩემზე, ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ. გუშინ მეგობარი გერმანიაში გავაცილე(თ). გამცილებლები აშკარად ორად გავიყავით, რა ბედნიერი ხააარ...როდისღა გნახაააავ. მე თითქოს ნეიტრალური, მაგრამ ქვეცნობიერად მეორე ბანაკში აღმოვჩნდი ((( თვალცრემლიანი აუყვა თვითმოძრავ კიბეს, მალავდა და ხელებს იფარებდა, მაგრამ თვალებიდან გადმოღვრილმა წვეთებმა გაყიდეს და გასცეს. კიდევ ერთმა თანამემამულემ დაგვტოვა და გაგვეცალა. უცნაური შეგრძნებით წამოვდექი ლოგინიდან, უცნაური შეგრძნებითვე ჩავიცვი და ვისაუზმე. გავედი ქალაქში, ერთით ნაკლებ ქალაქში, გვიხაროდეს მეტი ჟანგბადი, თავისუფალი ადგილი მეტროში და მეტი პერსპექტივა დაგვიტოვა. მე ცარიელი კუთხე-კუნჭული სულის ღრმა სივრცეში ((

Wednesday, December 8, 2010

უბრალოდ ქინქლებზე ვწერდი


ცხელოდა ირგვლივ, ჰაერი სავსე იყო ქინქლებით. საღამო იყო, ფანჯრიდან მოჩანდა მაღალი კოშკი. ფარდა უფრო გადავწიე და მთვარეც დავინახე. გავყურებდი პანორამას, მანქანების საყვირების ხმა მესმოდა, მერე სადღაც შორს მატარებელმა ჩაირიხინა. ოთახში ორპირი ქარი ქროდა, ფარდა ფრიალებდა, საღამოს ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე, ჟრუანტელი მივლიდა მთელ სხეულში. თან მციოდა, თან შინაგანად ვგიზგიზებდი. სული აფორიაქებული მქონდა. ღამის ხმაურობა ოთახში სასიამოვნოდ იჭრებოდა და სულში მეღვრებოდა. აქამდე ქარი მძულდა, მაგრამ ამ საღამოს უსაზღვროდ შემიყვარდა. ელავს, მაგრამ გრუხუნი არ ისმის. შორს ცა ნათდება და ისევ ქრება. აღარ მეძინება, არადა ისე მომერია ძილი, თითქოს სამუდამოდ დავიძინებდი. ფანჯრიდან გადაშლილმა სანახაობამ მიხსნა და გამიტაცა. ბოლოს მინდა მოგახსენოთ თუ რა ექსტრემელურად, პირველი გამოცდის წინა საღამოს შემომეწერა ჩემდაუნებურად...

Thursday, November 11, 2010

11.11.10


დღევანდელ ამბებს შემოგაშხეფებთ :))) სამართლის თეორიაში კოლოქვიუმი მქონდა :(( ძალიან ვნერვიულობდი, კიბეზე ყველა გავაფრთხილე რომ დაგიძახებთ არ მაინეტერსებს უნდა მომხედოთ მეთქი, მოკლედ მეგონა გავfailდებოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ისეთი საკითხები შემხვდა, რომლებიც შეძლებისდაგვარად ვიცოდი. სანამ შევიდოდით იმდენი ვიცანცარეთ გვეგონა როგორმე ხასიათს გამოვიკეთებდით და თან არავის გვინდოდა ცუდად დაგვესრულებინა დღე. ხვალაც და მოვრჩები ამ აურზაურობებს :))

Sunday, November 7, 2010

ბარხატნი სეზონი



Hans Zimmer პიროვნება, რომლის კომპოზიციებიც წამდაუწუმ მაბღავლებენ :))) ხო, არ ვაჭარბებ. დავცარილედი, მემგონი სულმა EXIT იპოვა და ნახვრეტიდან ნელ-ნელა გამეპარა. არეულ-დარეული ვარ, უაზროდ მელანქოლიური და სევდიანი, მოკლედ ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. help I NEED s.m.b!!! ცხოვრებისეულმა ბიძგებმა გადამდრიკ-გადმომდრიკა, დამიმარტოხელა :))) შემოდგომა მოვიდა და სული ჩამითოვლა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ფოთოლცვენით დატკბობა არ მაცადა ;( სულ ძილი, ძილი... სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით კინოში, ფოტოზე და არ ვიცი კიდევ სად, სადაც ვხედავ ლოგინს მთქნარება მიტყდება... სრული ჩავარდნის პერიოდსაც მივადექი, მეზარებაა ყველაფერი ის, სადაც ჩემი action არის საჭირო. ცოტა ვილაქბოდიალე და :))) ....

Tuesday, November 2, 2010

U.F ანუ გაერთიანებული ოჯახი


სულ რამოდენიმე დღის წინანდელი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. ისეთია, გონებაში რომ გაგირბენს და bloge-ზე დაწერას რომ გაფიქრებინებს. ამ რამოდენიმე დღის წინ ქალაქი საეჭვოდ ჩაბნელდა, მანამდე ყველა ჩვენ-ჩვენ სტიქიაში ვიმყოფებოდით: მე რათქმაუნდა ვმეცადინეობდი :))) ტელევიზიის თანხლებით. სახიფათოდ ბევრი მქონდა სამეცადინო და ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, დედო საღამოს განტვირთვით სეანს ატარებდა და საკუთარ თავს კაშნეს უქსოვდა, მამა, როგორც ძირითადად სჩვევია ხოლმე წიგნების თაროებს ალაგებდა და თან ბუზღუნებდა... -კარადა  ვეღარ გაგიღია, შიშით არაფერი დაგეცეს. რათქმაუნდა ეს ფრაზები ჩემი და ჩემი ძმის მიმართულებით იყო, კაკი კომპიუტერთან იჯდა, საოცრად პოპულარულ სოციალურ ქსელში ჯგუფელ-მეგობრებთან მომავალი დღის სემინარებზე საუბრობდნენ და ნაწვალებს უზიარებდნენ ერთმანეთს. და, ჰოი საოცრებავ, ჩემი მეგობარი ტელევიაზია(რომელიც ნებით თუ ენებლიედ არ მტოვებს) დადუმდა :((, კაკის ჯგუფელ-მეგობრები ჩაქრნენ, დედოს თვალი დარჩა ამოსაყვანი, მამას შიში რეალობაში მოვიდა :))) ყველამ ხელების ფათურით რატომღაც ჩემს ადგილსამყოფელს მოაკითხა, ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი და ბნელ, ლამპიონით ოდნავ განათებულ ოთახის სივრცეში სანთელი ალაპლაპდა. (უკვე რა ხანია ლამფეფი აღარ მოიპოვება თბილისელთა ოჯახებში) ვისაუბრეთ ერთმანეთზე, წარსულ მოგონებებზე და სამომავლო გამოცდილებებზე. დროდადრო ფანჯრიდან ავტომობილების სინათლე შემოდიოდა.გარშემორტყმულნი წყვდიადით ბედნიერად ვგრძნობდით თავს ვსაუბრობდით ყველაფერზე და ვფიქრობდით ერთმანეთზე!!! გზააბნეულმა ელ. ენერგიამ საბოლოოდ თავი ჩვენს ნათურებში, ტელევიზორებსა და კომპიუტერებში ჰპოვა და კვლავ დავიშალეთ :((

Monday, November 1, 2010

სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და, მოვა... ეს ერთადერთია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი, მაგრამ დღისით, მზისით



- ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი - ხმადაბლა, კრძალვით ამბობს რესპონდენტი, - ყველაზე საშინელს, უსიამოს, გულდამწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რა - ესაა პირველი გორახის დაცემა საფლავში ჩადგმულ კუბოს სახურავზე, გაგახსენდათ, არა? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი...    გურამ დოჩანაშვილი