Thursday, December 16, 2010
მე შენთან მეგობრობა მინდა.
და აგერ უკვე მრავალგზის აღვნიშნეთ მე და მეგობრებმა, ბოლო ხანებში, სულიერების ამაღლება საეჭვოდ განვიზრახეთ და ამის შედეგად მრავალ ღონისძიებას დავესწარით. კულტურული საღამოებიდან დაწყებული მწერალ-პოეტებთან შეხვედრებით დამთავრებული :))) ალბათ რაიმე ზეგავლენა უნდა მოეხდინა ამ ყოველივეს ჩემზე, ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ. გუშინ მეგობარი გერმანიაში გავაცილე(თ). გამცილებლები აშკარად ორად გავიყავით, რა ბედნიერი ხააარ...როდისღა გნახაააავ. მე თითქოს ნეიტრალური, მაგრამ ქვეცნობიერად მეორე ბანაკში აღმოვჩნდი ((( თვალცრემლიანი აუყვა თვითმოძრავ კიბეს, მალავდა და ხელებს იფარებდა, მაგრამ თვალებიდან გადმოღვრილმა წვეთებმა გაყიდეს და გასცეს. კიდევ ერთმა თანამემამულემ დაგვტოვა და გაგვეცალა. უცნაური შეგრძნებით წამოვდექი ლოგინიდან, უცნაური შეგრძნებითვე ჩავიცვი და ვისაუზმე. გავედი ქალაქში, ერთით ნაკლებ ქალაქში, გვიხაროდეს მეტი ჟანგბადი, თავისუფალი ადგილი მეტროში და მეტი პერსპექტივა დაგვიტოვა. მე ცარიელი კუთხე-კუნჭული სულის ღრმა სივრცეში ((
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მოკლედ ჩემს გულში ზიხარ რაა..
ReplyDeleteზუსტად გადმოეცი რისი თქმა მინდოდა
miyvarxart da chems guls aklixart da tvalebs enatrebit.... chemi sixarulebiiiiiiiiii
ReplyDelete