Thursday, December 16, 2010
მე შენთან მეგობრობა მინდა.
და აგერ უკვე მრავალგზის აღვნიშნეთ მე და მეგობრებმა, ბოლო ხანებში, სულიერების ამაღლება საეჭვოდ განვიზრახეთ და ამის შედეგად მრავალ ღონისძიებას დავესწარით. კულტურული საღამოებიდან დაწყებული მწერალ-პოეტებთან შეხვედრებით დამთავრებული :))) ალბათ რაიმე ზეგავლენა უნდა მოეხდინა ამ ყოველივეს ჩემზე, ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ. გუშინ მეგობარი გერმანიაში გავაცილე(თ). გამცილებლები აშკარად ორად გავიყავით, რა ბედნიერი ხააარ...როდისღა გნახაააავ. მე თითქოს ნეიტრალური, მაგრამ ქვეცნობიერად მეორე ბანაკში აღმოვჩნდი ((( თვალცრემლიანი აუყვა თვითმოძრავ კიბეს, მალავდა და ხელებს იფარებდა, მაგრამ თვალებიდან გადმოღვრილმა წვეთებმა გაყიდეს და გასცეს. კიდევ ერთმა თანამემამულემ დაგვტოვა და გაგვეცალა. უცნაური შეგრძნებით წამოვდექი ლოგინიდან, უცნაური შეგრძნებითვე ჩავიცვი და ვისაუზმე. გავედი ქალაქში, ერთით ნაკლებ ქალაქში, გვიხაროდეს მეტი ჟანგბადი, თავისუფალი ადგილი მეტროში და მეტი პერსპექტივა დაგვიტოვა. მე ცარიელი კუთხე-კუნჭული სულის ღრმა სივრცეში ((
Wednesday, December 8, 2010
უბრალოდ ქინქლებზე ვწერდი
ცხელოდა ირგვლივ, ჰაერი სავსე იყო ქინქლებით. საღამო იყო, ფანჯრიდან მოჩანდა მაღალი კოშკი. ფარდა უფრო გადავწიე და მთვარეც დავინახე. გავყურებდი პანორამას, მანქანების საყვირების ხმა მესმოდა, მერე სადღაც შორს მატარებელმა ჩაირიხინა. ოთახში ორპირი ქარი ქროდა, ფარდა ფრიალებდა, საღამოს ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე, ჟრუანტელი მივლიდა მთელ სხეულში. თან მციოდა, თან შინაგანად ვგიზგიზებდი. სული აფორიაქებული მქონდა. ღამის ხმაურობა ოთახში სასიამოვნოდ იჭრებოდა და სულში მეღვრებოდა. აქამდე ქარი მძულდა, მაგრამ ამ საღამოს უსაზღვროდ შემიყვარდა. ელავს, მაგრამ გრუხუნი არ ისმის. შორს ცა ნათდება და ისევ ქრება. აღარ მეძინება, არადა ისე მომერია ძილი, თითქოს სამუდამოდ დავიძინებდი. ფანჯრიდან გადაშლილმა სანახაობამ მიხსნა და გამიტაცა. ბოლოს მინდა მოგახსენოთ თუ რა ექსტრემელურად, პირველი გამოცდის წინა საღამოს შემომეწერა ჩემდაუნებურად...
Thursday, November 11, 2010
11.11.10
დღევანდელ ამბებს შემოგაშხეფებთ :))) სამართლის თეორიაში კოლოქვიუმი მქონდა :(( ძალიან ვნერვიულობდი, კიბეზე ყველა გავაფრთხილე რომ დაგიძახებთ არ მაინეტერსებს უნდა მომხედოთ მეთქი, მოკლედ მეგონა გავfailდებოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ისეთი საკითხები შემხვდა, რომლებიც შეძლებისდაგვარად ვიცოდი. სანამ შევიდოდით იმდენი ვიცანცარეთ გვეგონა როგორმე ხასიათს გამოვიკეთებდით და თან არავის გვინდოდა ცუდად დაგვესრულებინა დღე. ხვალაც და მოვრჩები ამ აურზაურობებს :))
Tuesday, November 9, 2010
Sunday, November 7, 2010
ბარხატნი სეზონი
Hans Zimmer პიროვნება, რომლის კომპოზიციებიც წამდაუწუმ მაბღავლებენ :))) ხო, არ ვაჭარბებ. დავცარილედი, მემგონი სულმა EXIT იპოვა და ნახვრეტიდან ნელ-ნელა გამეპარა. არეულ-დარეული ვარ, უაზროდ მელანქოლიური და სევდიანი, მოკლედ ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. help I NEED s.m.b!!! ცხოვრებისეულმა ბიძგებმა გადამდრიკ-გადმომდრიკა, დამიმარტოხელა :))) შემოდგომა მოვიდა და სული ჩამითოვლა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ფოთოლცვენით დატკბობა არ მაცადა ;( სულ ძილი, ძილი... სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით კინოში, ფოტოზე და არ ვიცი კიდევ სად, სადაც ვხედავ ლოგინს მთქნარება მიტყდება... სრული ჩავარდნის პერიოდსაც მივადექი, მეზარებაა ყველაფერი ის, სადაც ჩემი action არის საჭირო. ცოტა ვილაქბოდიალე და :))) ....
Tuesday, November 2, 2010
U.F ანუ გაერთიანებული ოჯახი
სულ რამოდენიმე დღის წინანდელი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. ისეთია, გონებაში რომ გაგირბენს და bloge-ზე დაწერას რომ გაფიქრებინებს. ამ რამოდენიმე დღის წინ ქალაქი საეჭვოდ ჩაბნელდა, მანამდე ყველა ჩვენ-ჩვენ სტიქიაში ვიმყოფებოდით: მე რათქმაუნდა ვმეცადინეობდი :))) ტელევიზიის თანხლებით. სახიფათოდ ბევრი მქონდა სამეცადინო და ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, დედო საღამოს განტვირთვით სეანს ატარებდა და საკუთარ თავს კაშნეს უქსოვდა, მამა, როგორც ძირითადად სჩვევია ხოლმე წიგნების თაროებს ალაგებდა და თან ბუზღუნებდა... -კარადა ვეღარ გაგიღია, შიშით არაფერი დაგეცეს. რათქმაუნდა ეს ფრაზები ჩემი და ჩემი ძმის მიმართულებით იყო, კაკი კომპიუტერთან იჯდა, საოცრად პოპულარულ სოციალურ ქსელში ჯგუფელ-მეგობრებთან მომავალი დღის სემინარებზე საუბრობდნენ და ნაწვალებს უზიარებდნენ ერთმანეთს. და, ჰოი საოცრებავ, ჩემი მეგობარი ტელევიაზია(რომელიც ნებით თუ ენებლიედ არ მტოვებს) დადუმდა :((, კაკის ჯგუფელ-მეგობრები ჩაქრნენ, დედოს თვალი დარჩა ამოსაყვანი, მამას შიში რეალობაში მოვიდა :))) ყველამ ხელების ფათურით რატომღაც ჩემს ადგილსამყოფელს მოაკითხა, ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი და ბნელ, ლამპიონით ოდნავ განათებულ ოთახის სივრცეში სანთელი ალაპლაპდა. (უკვე რა ხანია ლამფეფი აღარ მოიპოვება თბილისელთა ოჯახებში) ვისაუბრეთ ერთმანეთზე, წარსულ მოგონებებზე და სამომავლო გამოცდილებებზე. დროდადრო ფანჯრიდან ავტომობილების სინათლე შემოდიოდა.გარშემორტყმულნი წყვდიადით ბედნიერად ვგრძნობდით თავს ვსაუბრობდით ყველაფერზე და ვფიქრობდით ერთმანეთზე!!! გზააბნეულმა ელ. ენერგიამ საბოლოოდ თავი ჩვენს ნათურებში, ტელევიზორებსა და კომპიუტერებში ჰპოვა და კვლავ დავიშალეთ :((
Monday, November 1, 2010
სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და, მოვა... ეს ერთადერთია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი, მაგრამ დღისით, მზისით
თოვლად მოგვსვლია მსუბუქი სევდა, და ყინვა - მჭახე, კრიალა, გლუვი... ის ხმა კი, ის ხმა მაინც გვესმოდა
მრავალჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი, აჰ, ყველაფერი გამოგვიცდია - მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც - ეკალი, სქელი ხალიჩაც გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე, ყვავილ-მოყრილი და ნაკვერჩხლებზეც შიშველი ფეხისგულებით გვივლია... ქარაფშუტულად გვიქაქანია, მოცლილნი, ენას ვატლიკინებდით და ესეც მომხდარა, ბაგედახშულთ, უთქმელთ, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო, ეჰ, ის ხმაური მაინც გვესმოდა... და ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა და ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისაკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ, - ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, ფათერაკგადახდილნი, საწოლში მშვიდად გარდავცვლილვართ, დავღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის - ელ სორდოს გვერდით, სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად... როგორ... მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნამცეცები აგვყოლია ტუჩზე, შურის საძიებლად ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალნია დაკლაკნილ გზებზე, წვიმა გვინახავს - ჰეე, ბევრნაირი. გურამ დოჩანაშვილი
Thursday, October 21, 2010
Friday, October 15, 2010
Tuesday, October 5, 2010
street stories
როგორც იქნა მეც დავრჩი მარტო, მთავარი პრობლემა მოგვარებულია და სრული ჰარმონია დამყარდა ჩემსა და მონიტორს შორის. საუბრის დაწყება ყოველთვის მიჭირდა და მიჭირს, შესაბამისად შესავალში მოვიკოჭლებ და პირდაპირ მოვლენათა განვითარებიდან დავიწყებ, მაგრამ ალბათ შეამჩნევდით, რომ ''მაგრამის'' წინა სიტყვა მაინც დაწყების აღმნიშვნელია და მეც თავს აღარ შეგაწყენთ აღმოჩენებით. ჩემი და კლავიატურის დღევანდელი ალერსის თემა და მიზანი პიროვნებების არასწორი გადაწყვეტილებების პრობლემას შეეხება...მარჯვნივ გყავს და მარცხნივ იყურები...ჩაგიარა და შენ მაინც მოლოდინში ხარ...გიყურებს და შენ თვალებს ხუჭავ...გიღიმის და შენ თვალს არიდებ...გათბობს და შენ მაინც გცივა... ეს ჩამონათვალი ალბათ ხვდებით, რომ შორს გადამისვრის და უსასრულობაში ჩამკარგავს, საიდანაც თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება close click-ია. მე კი ყველაზე ნაკლებად ამ page-ის დახურვა და დავიწყება მინდა. მინდა ვაბარტყუნო თითები და ჩემი აზრები, ჩემ პირდაპირ, screen-ზე გავაცოცხლო. ჩემი თვითშემოქმედება მინდა action-ში ჩავაყენო და დაგიshare-ოთ, შესაბამისად არ მინდა უბრალოდ ვაბარტყუნო. რას ვუტოვებთ უბრალო გამვლელს გაჭედილ ქუჩაზე? მხოლოდ სუნამოს სურნელს ან უხეშ შეხებას მხარზე? მინდა მეტი გესმოდეთ ჩემ შესახებ და არა მხოლოდ ის, თუ რომელ სუნამოს ვხმარობ. შესაძლოა ჩაგიაროთ და თვალი ამარიდოთ, ან შემომხედოთ და გაიაროთ, გზა განაგრძოთ და უკან აღარ მოიხედოთ. ამ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე კი მან გაიაროს და შორიდან შეგიგრძნოთ და სულში ჩაეღვაროთ. ქუჩაში უბრალო გამვლელი გახდება მისი გულის გზამკვლევი, მისი spirit-ის შფოთვისა და მოუსვენრობის დამლევი(ბოლოსმომღები). გისურვებთ, ბევრი პარალელურქუჩელი დაგემონოთ. ფართოდ გააღეთ თვალები, ნუ იმალები. გვერდით ვარ და შენ გელი :))) ნინია adviser-ი
Wednesday, September 8, 2010
ზაფხულის წვიმა (ასე უბრალოდ)
ხის გრძელი აივანი და ოთხი არასერიოზული აივნის მოაჯირთან :)) მწვანე კარ-მიდამო და მთები ირგვლივ. შავი ღრუბელი ცის კიდურზე, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს. ალბათ გაწვიმდება, გონებაში ყველას ეს გვიტრიალებს. ქარი ამოვარდა და გზააბნეული ფოთლებით გაივსო აივანი. სასწრაფოდ დავირაზმეთ და წამოსასვლელად მოვემზადეთ. ჰაერი ჩახუთული, მაგრამ მაინც მთის შესაფერისად სუფთა და მაცოცხლებელი იყო. ჩქარი ნაბიჯებით მოვუყვებოდით დაღმართს და, აი დაასხა და 3 წამში ამოგვლუმპა :)) მერე ნაბიჯს შევუნელეთ, რათქმაუნდა ვსველდებოდით, მაგრამ ყველას საშინლად გვსიამოვნებდა და მოგვწონდა. ჩქარი ნაბიჯით სიარულს აზრი აღარ ჰქონდა. როგორც იქნა დაღმართი ჩათავდა და გზაც გამოჩნდა. ყოველი დეტალი, ყოველი მოძრაობა, ყოველი ცას მოწყვეტილი ცრემლი სასიამოვნო იყო და ყველა ამაღლებულ განწყობაზე დაგვაყენა. ერთად მოვდიოდით და უერთმანეთოდ ვერ წარმოგვედგინა, გვიყვარდა და გვიყვარს ერთმანეთი. გზის ნაპირზე საავტომობილო ნიშანი იყო როგორც მახსოვს ‘’stop’’ :))) აი იქ გავჩერდით და რატომღაც მისი ჩამოგდება გადავწყვიტეთ.
-თქვენ რა ადამიანები ხართ :)) შემოდგომა გაგვინაწყენდა და სასწრაფოდ მიუჩნა თავის ადგილი. ჩვენ გვეცინებოდა შემოდგომაზე. რეციდივისტო :)))) გავიძახოდით. ცის ცრემლები ასფალტზე თქაფათქუფით ეხეთქებოდნენ და სკდებოდნენ. ზურგში სასიამოვნო ნიავს ვგრძნობდი. წვიმის წვეთები უმოწყალოდ გვეხეთქებოდნენ და სასიამოვნო ტკივილს გვაყენებდნენ. ერთად განცდილი ტკივილიც სასიამოვნო გვეჩვენებოდა. მოსახვევიც გამოვიარეთ და ხიდიც გადავკვეთეთ, უკვე ქალაქში ვიყავით, ქალაქში სადაც გვეღიმებოდა, სადაც ყველაფერი თითქოს სულ ერთი ხდებოდა, სადაც ყველა ფერი სხვა ფერს იძენდა.
Monday, September 6, 2010
Tuesday, August 31, 2010
summer time
ზაფხულის ბოლო დღეა... ბოლო ამოსუნთქვა, ბოლო დღეა, როცა შეცდომები გეპატიება. ზაფხული სწორედ ისაა, რომელიც არასდროს გისაყვედურებს, რომელიც არასდროს გაგკიცხავს, თუმცა ერთ შესწორებს შევიტანდი ბოლო ზაფხული საოცრად მკაცრი იყო. ალბათ ჩვენი შემოწმება განიზრახა და კუდი მოიქნია :))) მაგრამ მაინც ჩვენიანია, ჩვენი მესაიდუმლეა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეგობარია, ყველაფერი იცის ჩემ შესახებ და მეც ყველაფერს ვუზიარებ. ბოლო დღეს როგორ გგონია ვისთან ერთად ვიქნებოდი :))) რათქმაუნდა ზაფხულთან და შემოდგომასთან. როგორც ყოველთვის უამრავი ვიცინეთ, ცოდვები გავიხსენეთ :))) გულის მტაცებლებზე ვილაპარაკეთ და სამუდამო ხედით ვტკბებოდით. შორს, ცის კიდეზე ფეიერვერკები აციმციმდნენ, სიტუაციას საოცრად მოუხდა. ვიხეტიალეთ და ვილაქლაქეთ :))) ბოლო წამები და სულს ღაფავს ჩემი მეგობარი, უკანასკნელ აკორდებს აკვნესებს :))) და აი გამომეცალა ხელიდან. შორს წავიდა დიდი დროა მის ხელმეორედ მკვდრეთით აღდგომამდე. მისგან დამრჩა ცოტა გარუჯული სხეული, დაუვიწყარი მოგონებები და წარუშლელი შთაბეჭდილებები. მოკლედ რომ ვთქვა დამაჯილდოვა და წავიდა.
Thursday, August 26, 2010
I need some pain =))))
Wednesday, August 25, 2010
axal etapzze
Minda chemi cxovrebis ukanaskneli, atrtolebuli naxevari saati agvwero, jerjerobit esaa ukanaskneli, imedia win kidev bevri melis. Gavitoshe sanam chemi shedegi vnaxe, memgoni movkvdi da gavcocxldi. Vgelavdi da tan imeds bolomde ar vkargavdi…rogorc iqna, ooo gmerto chemo ar mjera, titebi tuchebze avikari, bolomde verc chavikitxe. Bnel otaxshi dedastan shevvardi, de iuridiulia =))) ha, ha dzlivs gamoerkva. magrad chavexute, tan gvargvarit chamomdioda cremlebi. Ukve axal levelze var. tamashivitaa, tandatan rtuldeba da ixlarteba da mainc bolomde gasvla gwyuria. Ubralo cnobismoyvareoba? Araa cxovrebis azrti turme ra yopila. Netav ramdenjer movkvdebi am saxipato asparezze? Mival finishamde? Albat mival, magram rogor da rogori mival saqmec magashia. Rtuli tamashia…
Thursday, July 29, 2010
life as chocolate
ცხოვრება საოცრად ჰგავს შოკოლადს! დაინახავ და მაშინვე მოგინდება. თავდაპირველად ბედნიერი ხარ და გსიამოვნებს. გავა დრო და ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი ხდება, თითქოს გაუთავებელია მწარდება და პირვანდელ გემოს კარგავს. საბოლოოდ კი ყველაფერზე წამსვლელი ხარ, რათა როგორმე თავიდან მოიშორო. ახლომახლო სანაგვეში ჩაუძახებ და გგონია გათავისუფლდი და შენი თავის უფალი გახდი, მაგრამ მისი ბექი არასდროს დაგტოვებს. თითებზე დაიხედავ და დაინახავ შოკოლადის კვალს, დაინახავ თითებზე შერჩენილ ცხოვრებას, რომელიც არასდროს გამოგეთხოვება. პასუხისმგებელი ხარ შენს ცხოვრებაზე, თუნდაც გეკიდოს ფეხზე ! ! ...
Sunday, July 25, 2010
mommy
ჩემი ყველაზე ლამაზი სიტყვა... ჩემი საძირკველი, ჩემი ოცნებების ჩემოდანი. ჩემი სიყვარულის და სინაზის ბამბუკი, ჩემი პანდა და შავი სათვალე. შენ ხარ ყველაზე შთამბედავი გვერდი ვერ გადაგშლი, არ მინდა დაგკარგო სანიშნი არ მაქვს დე... დე... ჩემო დეე შენი ნეეეე
მიყვარხარ სულით და გულით, ცხვირით და თითებით. მაგიჟებს შენი თვალები და სურნელი. მარტო დავრჩი და შენ კი არასდროს მტოვებ, შენზე ფიქრი არასდროს მტოვებს. შენი თვალები, შენი ვრცელი და უკიდეგანო თვალები სულში მიძვრებიან და მაფორიაქებენ. ვრჩები საღამოობით მარტო და ამ სულის ნაბოდვარით შენთან ვჩნდები. იცოდე! და ყოველთვის იცოდე შენ ხარ ჩემი არტერია დეეეეე.......
magic number
2წთ-ში გადის 2 წთ
18,20,22 მათ შორის განსხვავებაა ორი
ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია
ადამიანი ორ გამზომილებაშია
მხოლოდ ორი თვალით შეგიძლია იტირო
დღე-ღამეც ერთად ორია
არსებობს მხოლოდ ორი უკიდურესობა
ორი წვეთი ციდან უკვე წვიმაა
ორი თითით შეგიძლია გამოხატო მშვიდობა
ორი სიტყვით სათმელს იტყვი,
მაგრამ ამ ქვეყნად ორჯერ ვერ მოხვალ!!!
Saturday, July 24, 2010
extraordinary
ვიცვლი სტილს, ვიწყებ სიცილს
ვიცვლი გულს და ვიცვლი სულს
ვიწყებ მე ახალ გაზაფხულს.
ვტოვებ მე ჩემს ცბიერ წარსულს
სად ვტოვებ? გამვლელს ვაყოლებ
შორს ვატან და სახეში ვაბოლებ.
თვალს ვაყოლებ, მერე წინ ვასწორებ.
გზას და მომავალს გავყურებ.
ყველას ვაფრთხილებ! ჩამომეცალეთ
თუ ვინმე გაგთელეთ...
მკიდია, გზა ხიდია და მოვიდა იდია.
მერე, ქვეშ წყლებმა იდინა, ვიღაცამ მწარედ იტკინა
და მერე იტირა.
მე გადავედი, სხვა ნაპირს დავადექი.
და დამედევნა მე ჩემი ბექი.
Thursday, July 22, 2010
ხალოოუ
ჩემს მოსვლას და თქვენს დახვედრას გაუმარჯოს :))