Saturday, April 14, 2012

მზესუმზირას მიესაჯა მუდამ მზის მზერა

კორიანტელია ოცნებების და არა მტვრის ჩემს გულსა და გონებაში. ცოტა ხნით დავისვენებდი...ყველასგან და ყველაფრისგან. სადმე გავემგზავრებოდი, ჩანთას სიხარულით ჩავალაგებდი...კბილის ჯაგრისი, Ipod, სქელი ჟაკეტი, Jeans, სათვალე, მინ. სამი წიგნი, პირსახოცი და პიჟამოები. წავიდოდი რაიმე სახმელეთო ტრანსპორტით, საზოგადოებასთან ერთად. ნამდვილ ორ კვირიან vacation-ს მოვიწყობდი, ამ ორი კვირის განმავლობაში ჩემი წესებით ვიცხოვრებდი, მხოლოდ ჩემთვის. დაღლილ-დაქანცულ სულს და გონებას დავასვენებდი გულზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ჩვენს ქვეყანაში იგრძნობა როგორ ფეხაკრეფით მოიპარება გაზაფხული, სასიამოვნო პერიოდია... მზე გათბობს, მაგრამ არ გაოფლიანებს . დღეს დიდხანს ნანატრი ელვაც დავინახე ცაზე. აუტანელი, ზლაზუნა ზამთარი როგორც იქნა გაილია, რომელმაც თითქმის შეიწირა ჩემი ნერვები და მოთმინება. ფიალა 3/4-ით ამევსო =))
უკვე რა ხანია ვოცნებობ ერთ გარემოებაზე, ბუნების წიაღისეულ გარემოებაზე. რამდენჯერ გონებაში წარმომდგენია, რომ ამ გარემოების წიაღში ვიმყოფები სასურველი გარემოცვით. ცოტა მეც ავიბენი, ამიტომ პირდაპირ გარემოების აღწერაზე გადავალ. წარმოიდგინე! გაზაფხულს უკვე მტკიცედ აქვს ფეხი მოკიდებული და ამინდიც შესაფერისი ანუ- თბილი, მაგრამ ნესტიანი ჰაერი, თითქოს დამძიმებულიც, მაგრამ მაინც მომაკვდინებლად სასიამოვნო, მოღრუბლული ცა და მონაცრისფრო აურა, მწვანე მიდამო, ნესტიანი ბალახი, ცოტა დაღმართი და ხეები ალაგ-ალაგ, ნანატრი მხატვრული ლიტერატურა როგორც იქნა დაიმარტოხელე და სრულ განცხრომაში ხარ. დარწმუნებული ხარ რომ ძალიან მალე გიჟური ამბები დატრიალდება და გიჟური ამინდის მოლოდინში ხარ, იცი რომ უნდა ადგე, მაგრამ თითქოს არც აპირებ ადგომას, თითქოს გეჩქარება, მაგრამ ამავე დროს ფეხებზე გკიდია. არც გცივა და არც დასველების გეშინია. სრული ჰარმონია და ნანტრი თავისუფლება, მისი ჩაშლის და გაფუჭების უფლებას ბუნებასაც არ აძლევ და არც ემორჩილები მის კანონზომიერებას მისი დინების საწინააღმდეგოდ მიდიხარ და თავს ბედნიერად გრძნობ...ათასნაირი სურნელია ერთმანეთში არეული, სასიამოვნო, მაგრამ ადამიანის ხელი ამ საქმეში არ ურევია...რაღაც სხვა ამბავია.
                                                                                                                                 inspირაცია 2007(c)

Wednesday, May 18, 2011

ჭერმის წვენი (ჭერამკოლა) =)))))


სააშკარაოზე გამომაქვს ზოგიერთი რამ! ვაღიარებ, ვარ უზარმაცესი პიროვნება, რომელიც ადგილს ვერსად პოულობს, მიყვარს მოღრუბლული ამინდი და მწვანე ფერი, უკანასკნელი პერიოდი ბუნებაზე შეყვარების მქონდა Ace Ventura-ს ერთ-ერთი ფილმი, როცა ბუნება გიხმობს აი, სრული ამ წინადადების მნიშვნელობით. ვოცნებობ ავტრალიასა და ახალ ზელანდიაში მოგზაურობაზე. ეს უკანასკნელი პერიოდია Milford Track-ის მონახულებაზე ვოცნებობ. ჩვენს ქალაქში ბუნებამ ფაქტობრივად გაიღვიძა. ჩემი სახლის უკანა აივნიდან მხოლოდ სიმწვანე მოჩანს არა ბევრი სხვა რამეც, მაგრამ ზემოთ ხსენებული სიმწვანე ყველაფერს ჩრდილავს. მოჩანს ფეხბურთის მოედანი, ჩემი ძველი სკოლა, თბილისის ანძა, ახალმშენებარე კორპუსი და ერთი მოხუცი, რომელიც ყოველ საღამოს უკაცრიელ ბილიკზე ორი მძიმე ხელჩანთით მოაბიჯებს. მიყვარს ხედები ჩემი სახლიდან. მთის კალთები, რომლებზეც ჩამავალი მზის სხივები ერთი კუთხით ეცემიან. ვერ ვიტან მოულოდნელად თავს დამტყდარ უბედურებებს, (ან ვინ იტანს) sms.tsu.ge-ს, ქარს და მზეს ერთად, ფრინველებსკბილის ტკივილს და კიდევ ბევრ რამეს.მიყვარს ყველაფერი, რაც ცხოვრების საყვარელ პერიოდებს მახსენებს, უდარდელი ზაფხული, თავისუფლება, ''ზმეიკიანი'' ჯინსები (ოღონდაც ღილებიანი არა) და ჭერმის წვენი <3 <3

Friday, April 29, 2011

ეეეჰ!


გვეღვრება სულებში, გვეღვრება რა?
მონატრება და უძირო ზღვა.
ფიქრები მოდიან და მოაქვთ რა?
შორი სიმღერა და კიდევ რა?
გაიქცნენ წლები და ჩვენ დაგვრჩა რა?
მატება ასაკის და სევდის ტბა.
ვიზრდებით, არ ვწყვეტთ, მაგრამ რა?
გავშალეთ აფრა და მივდივართ სად?

Sunday, March 27, 2011

you must be brave ჰმმმმ don't be afraid კიდევ ჰმმმ. და ვინმეს სჯერა ამის?

Sunday, February 27, 2011

მე, ისევ მე, მხოლოდ მე...


ჰეიიი, ვჰატზზ აპპ? იდეები და კიდევ ერთხელ იდეები. არ გეგონოთ უსაქმური ვარ, უბრალოდ ტაიმ-აუტი ავიღე. ცარიელი ქუჩა და წვიმის მსხვილი წვეთების რახარუხი, წვიმიანი ამინდისთვის დამახასიეთებელი ფერი ირგვლივ, თავი დავიძვრინე ალბათ ყველა შენიშნავთ, რადგან არ ვიცი რა ვუწოდო მაგ ფერს და ამიტომ მარტივად იყოს წვიმიანი ამინდის ფერი. თავისუფალი და თან ჩახუთული სივრცეა, მოდიხარ, არც ქარი, არც ნიავი მხოლოდ ჩამავალი მზის სხივები გათბობს და ფიქრებს აჩაგვრინებ თავს. ფიქრებს, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევენ.თავიც კი გტკივა უკვე და ფიქრობ ნეტავ ფიქრებისგან თუ უმოწყალო წვეთებისგან. რაღაც გავიფანტე, ცივმა წყალმა გამომაფხიზლა. ჩემი წყლის გამაცხელებელი ყოველ 20 წუთში ირთვება :) წარმოიდგინეთ გაყინული სააბაზანო და ცხელი თითქმის გავარვარებული წვეთები ზურგზე მე ამ ყველაფერს აზრზე მოვყავარ და საშინლად მსიამოვნებს, ჩემი საყვარელი გასართობია. თქვენი არ ვიცი და ჩემი საყვარელი ადგილი სახლში ზუსტადაც რომ აბაზანაა :)