
გვეღვრება სულებში, გვეღვრება რა?
მონატრება და უძირო ზღვა.
ფიქრები მოდიან და მოაქვთ რა?
შორი სიმღერა და კიდევ რა?
გაიქცნენ წლები და ჩვენ დაგვრჩა რა?
მატება ასაკის და სევდის ტბა.
ვიზრდებით, არ ვწყვეტთ, მაგრამ რა?
გავშალეთ აფრა და მივდივართ სად?


უკვე კვირა დღე დადგა, რატომღაც ყოველთვის უცნაურ განცდას იწვევდა კვირა დღე ჩემს ქვეცნობიერში. სკოლის პერიოდში მხოლოდ პრაგმატულად ვუყურებდი და რატომღაც მძულდა, ჩემს ბედნიერებას ბოლოს უღებდა, ყოველთვის ბევრი მქონდა სამეცადინო რათქმაუნდა ზარმაცების რიცხვს მივეკუთვნებოდი, რომლებიც კვირას მეცადინეობდნენ, მაგრამ შესწორებას შევიტან თქვენის ნებართვით...ჩემდაუნებურად ''ატლიჩნიცა'' ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა. არდადეგებზე ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ არდადეგების დასასრული ცუდად მახსენდება ყოველთვის. კვირა დღეს ვიბარგებოდი ჩემი საყვარელი ქალაქიდან და ვბრუნდებოდი თბილისში, ბოლო ხანებში ცრემლების გარეშე. გავიდა კარგა ხანი სადღაც 12 წელი და კვირა დღეს შეეცვალა სტატუსი, ცოტა დაიხვეწა და კვირა დღემაც ამოისუნთქა. ახლა ჩემდა სასიკეთოდ ვიხმარ ამ დღეს. ხან ისე, ხან ასე. კვირას ყოველთვის ყველასთვის საყვარელი დღე მოყვება, (აქ ირონია მოვიშველიე, ალბათ ყველა შენიშნავთ). დღესაც და ვიმედოვნებ კიდევ დიდხანს... მაინც მეზარება დილით ადგომა და მელიქიშვილის გამზირის ფეხით გავლა, გადახუნძლული ჭავჭავაძე და მეორე კორპუსის აღმართი, მაგრამ მაინც, დღეს კვირა ჩემთვის სხვაა! ე.ი. ხვალ კიარადა უკვე დღეს რა გეგმები მაქვს? დილით წირვაზე მინდა წასვლა, მერე მეგობრების შეკრებას ვაპირებ ჩემთან. ჩემი ძმა შაბათ-კვირას მოვიშორე და დროს უქმად არ დავკარგავ :)) თოვს, ისე მშვიდად, მყუდროდ. მინდა ვაღიარო, რომ ჩემი ფანჯრიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება, ახლა განსაკუთრებით. მომწონს კარგია. სიამოვნებით გავბოდიალდებოდი გარეთ


ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში (მე ვიგულისხმე სტუდენტის) ცხოვრებაში აუცილებლად დგება დღე და მომენტი, როცა თავი უბრალოდ წიგნებზე და ფურცლებზე გივარდება, საათი უმოწყალოდ წიკ-წიკებს და გარბის. გვინდება წიგნებისგან გაქცევა და ახლომგდებარე ქაღალდს მივაშურებთ, ხელში კალამი გვიჭირავს, რომელიც რა ხანია მელნითაა მოთხუპნული, თითებზეც იგივეს ვიტყოდი (ყოველ შემთხვევაში ჩემს თითებსა და კალმებზე). გვინდება ჩვენი დაბინძურებული გონების გასუფთავება ამ ქაღალდისა და კალმის დახმარებით. საკუთარ თავს ატყობ, რომ რაღაც ზღვრამდე მიხვედი და მეტი აღარ შეგიძლია, უფრო სწორად ვეღარ შეგიძლია, მაგრამ როგორც იტყვიან და მოგვდგამს ძველთაგან თავს ზევით ძალა არაა და განაგრძობ ქექვასა და თვალების სრესვას. საკუთარი ოთახისა და მაგიდის მიმართაც გაუცხოება გეწყება და მხოლოდ ლოგინი მიგაჩნია ერთადერთ მეგობრად. სხვა ოთახებში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიედინება და ჩქეფს. შენთან? სრული სიჩუმე და წიკ-წიკი. ქაოსი გონებაში და მაგიდაზე. ხვალ გამოცდა აააააა!!! ზოგს, შეიძლება პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს და სიზარმაცე და გულგრილობა დამწამონ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია. ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში (მე ვიგულისხმე სტუდენტის) ცხოვრებაში დგება...