Sunday, November 7, 2010

ბარხატნი სეზონი



Hans Zimmer პიროვნება, რომლის კომპოზიციებიც წამდაუწუმ მაბღავლებენ :))) ხო, არ ვაჭარბებ. დავცარილედი, მემგონი სულმა EXIT იპოვა და ნახვრეტიდან ნელ-ნელა გამეპარა. არეულ-დარეული ვარ, უაზროდ მელანქოლიური და სევდიანი, მოკლედ ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. help I NEED s.m.b!!! ცხოვრებისეულმა ბიძგებმა გადამდრიკ-გადმომდრიკა, დამიმარტოხელა :))) შემოდგომა მოვიდა და სული ჩამითოვლა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ფოთოლცვენით დატკბობა არ მაცადა ;( სულ ძილი, ძილი... სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით კინოში, ფოტოზე და არ ვიცი კიდევ სად, სადაც ვხედავ ლოგინს მთქნარება მიტყდება... სრული ჩავარდნის პერიოდსაც მივადექი, მეზარებაა ყველაფერი ის, სადაც ჩემი action არის საჭირო. ცოტა ვილაქბოდიალე და :))) ....

Tuesday, November 2, 2010

U.F ანუ გაერთიანებული ოჯახი


სულ რამოდენიმე დღის წინანდელი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ. ისეთია, გონებაში რომ გაგირბენს და bloge-ზე დაწერას რომ გაფიქრებინებს. ამ რამოდენიმე დღის წინ ქალაქი საეჭვოდ ჩაბნელდა, მანამდე ყველა ჩვენ-ჩვენ სტიქიაში ვიმყოფებოდით: მე რათქმაუნდა ვმეცადინეობდი :))) ტელევიზიის თანხლებით. სახიფათოდ ბევრი მქონდა სამეცადინო და ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, დედო საღამოს განტვირთვით სეანს ატარებდა და საკუთარ თავს კაშნეს უქსოვდა, მამა, როგორც ძირითადად სჩვევია ხოლმე წიგნების თაროებს ალაგებდა და თან ბუზღუნებდა... -კარადა  ვეღარ გაგიღია, შიშით არაფერი დაგეცეს. რათქმაუნდა ეს ფრაზები ჩემი და ჩემი ძმის მიმართულებით იყო, კაკი კომპიუტერთან იჯდა, საოცრად პოპულარულ სოციალურ ქსელში ჯგუფელ-მეგობრებთან მომავალი დღის სემინარებზე საუბრობდნენ და ნაწვალებს უზიარებდნენ ერთმანეთს. და, ჰოი საოცრებავ, ჩემი მეგობარი ტელევიაზია(რომელიც ნებით თუ ენებლიედ არ მტოვებს) დადუმდა :((, კაკის ჯგუფელ-მეგობრები ჩაქრნენ, დედოს თვალი დარჩა ამოსაყვანი, მამას შიში რეალობაში მოვიდა :))) ყველამ ხელების ფათურით რატომღაც ჩემს ადგილსამყოფელს მოაკითხა, ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი და ბნელ, ლამპიონით ოდნავ განათებულ ოთახის სივრცეში სანთელი ალაპლაპდა. (უკვე რა ხანია ლამფეფი აღარ მოიპოვება თბილისელთა ოჯახებში) ვისაუბრეთ ერთმანეთზე, წარსულ მოგონებებზე და სამომავლო გამოცდილებებზე. დროდადრო ფანჯრიდან ავტომობილების სინათლე შემოდიოდა.გარშემორტყმულნი წყვდიადით ბედნიერად ვგრძნობდით თავს ვსაუბრობდით ყველაფერზე და ვფიქრობდით ერთმანეთზე!!! გზააბნეულმა ელ. ენერგიამ საბოლოოდ თავი ჩვენს ნათურებში, ტელევიზორებსა და კომპიუტერებში ჰპოვა და კვლავ დავიშალეთ :((

Monday, November 1, 2010

სიკვდილი, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ და, მოვა... ეს ერთადერთია, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცი, მაგრამ დღისით, მზისით



- ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი - ხმადაბლა, კრძალვით ამბობს რესპონდენტი, - ყველაზე საშინელს, უსიამოს, გულდამწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რა - ესაა პირველი გორახის დაცემა საფლავში ჩადგმულ კუბოს სახურავზე, გაგახსენდათ, არა? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი...    გურამ დოჩანაშვილი 

თოვლად მოგვსვლია მსუბუქი სევდა, და ყინვა - მჭახე, კრიალა, გლუვი... ის ხმა კი, ის ხმა მაინც გვესმოდა


მრავალჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი, აჰ, ყველაფერი გამოგვიცდია - მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისთვის ხის ხმლით გვიბრძვია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც - ეკალი, სქელი ხალიჩაც გაუშლიათ ჩვენს სავალ გზაზე, ყვავილ-მოყრილი და ნაკვერჩხლებზეც შიშველი ფეხისგულებით გვივლია... ქარაფშუტულად გვიქაქანია, მოცლილნი, ენას ვატლიკინებდით და ესეც მომხდარა, ბაგედახშულთ, უთქმელთ, დიდხანს გვიტარებია უცხო საიდუმლო, ეჰ, ის ხმაური მაინც გვესმოდა... და ბევრი, ბევრი სიცოცხლე გვინდოდა, ბევრნაირი, სხვადასხვა და ჩვენ-ჩვენს ოთახებში, მაგიდისაკენ თავდახრილნი, ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ, - ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, ფათერაკგადახდილნი, საწოლში მშვიდად გარდავცვლილვართ, დავღუპულვართ გარშემორტყმულნი, კატისთვალება ვაჟკაცის - ელ სორდოს გვერდით, სხვაც მოგვიკლავს და მერე გვინანია, ოოო, რა უცნაურად... როგორ... მიწისთვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნამცეცები აგვყოლია ტუჩზე, შურის საძიებლად ავმხედრებულვართ, გვივლია, გვივლია, გვიწანწალნია დაკლაკნილ გზებზე, წვიმა გვინახავს - ჰეე, ბევრნაირი.   გურამ დოჩანაშვილი

Tuesday, October 5, 2010

street stories


როგორც იქნა მეც დავრჩი მარტო, მთავარი პრობლემა მოგვარებულია და სრული ჰარმონია დამყარდა ჩემსა და მონიტორს შორის. საუბრის დაწყება ყოველთვის მიჭირდა და მიჭირს, შესაბამისად შესავალში მოვიკოჭლებ და პირდაპირ მოვლენათა განვითარებიდან დავიწყებ, მაგრამ ალბათ შეამჩნევდით, რომ ''მაგრამის'' წინა სიტყვა მაინც დაწყების აღმნიშვნელია და მეც თავს აღარ შეგაწყენთ აღმოჩენებით. ჩემი და კლავიატურის დღევანდელი ალერსის თემა და მიზანი პიროვნებების არასწორი გადაწყვეტილებების პრობლემას შეეხება...მარჯვნივ გყავს და მარცხნივ იყურები...ჩაგიარა და შენ მაინც მოლოდინში ხარ...გიყურებს და შენ თვალებს ხუჭავ...გიღიმის და შენ თვალს არიდებ...გათბობს და შენ მაინც გცივა... ეს ჩამონათვალი ალბათ ხვდებით, რომ შორს გადამისვრის და უსასრულობაში ჩამკარგავს, საიდანაც თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება close click-ია. მე კი ყველაზე ნაკლებად ამ page-ის დახურვა და დავიწყება მინდა. მინდა ვაბარტყუნო თითები და ჩემი აზრები, ჩემ პირდაპირ, screen-ზე გავაცოცხლო. ჩემი თვითშემოქმედება მინდა action-ში ჩავაყენო და დაგიshare-ოთ, შესაბამისად არ მინდა უბრალოდ ვაბარტყუნო. რას ვუტოვებთ უბრალო გამვლელს გაჭედილ ქუჩაზე? მხოლოდ სუნამოს სურნელს ან უხეშ შეხებას მხარზე? მინდა მეტი გესმოდეთ ჩემ შესახებ და არა მხოლოდ ის, თუ რომელ სუნამოს ვხმარობ. შესაძლოა ჩაგიაროთ და თვალი ამარიდოთ, ან შემომხედოთ და გაიაროთ, გზა განაგრძოთ და უკან აღარ მოიხედოთ. ამ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე კი მან გაიაროს და შორიდან შეგიგრძნოთ და სულში ჩაეღვაროთ. ქუჩაში უბრალო გამვლელი გახდება მისი გულის გზამკვლევი, მისი spirit-ის შფოთვისა და მოუსვენრობის დამლევი(ბოლოსმომღები).       გისურვებთ, ბევრი პარალელურქუჩელი დაგემონოთ. ფართოდ გააღეთ თვალები, ნუ იმალები. გვერდით ვარ და შენ გელი :))) ნინია adviser-ი