Thursday, July 29, 2010
life as chocolate
ცხოვრება საოცრად ჰგავს შოკოლადს! დაინახავ და მაშინვე მოგინდება. თავდაპირველად ბედნიერი ხარ და გსიამოვნებს. გავა დრო და ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელი ხდება, თითქოს გაუთავებელია მწარდება და პირვანდელ გემოს კარგავს. საბოლოოდ კი ყველაფერზე წამსვლელი ხარ, რათა როგორმე თავიდან მოიშორო. ახლომახლო სანაგვეში ჩაუძახებ და გგონია გათავისუფლდი და შენი თავის უფალი გახდი, მაგრამ მისი ბექი არასდროს დაგტოვებს. თითებზე დაიხედავ და დაინახავ შოკოლადის კვალს, დაინახავ თითებზე შერჩენილ ცხოვრებას, რომელიც არასდროს გამოგეთხოვება. პასუხისმგებელი ხარ შენს ცხოვრებაზე, თუნდაც გეკიდოს ფეხზე ! ! ...
Sunday, July 25, 2010
mommy
ჩემი ყველაზე ლამაზი სიტყვა... ჩემი საძირკველი, ჩემი ოცნებების ჩემოდანი. ჩემი სიყვარულის და სინაზის ბამბუკი, ჩემი პანდა და შავი სათვალე. შენ ხარ ყველაზე შთამბედავი გვერდი ვერ გადაგშლი, არ მინდა დაგკარგო სანიშნი არ მაქვს დე... დე... ჩემო დეე შენი ნეეეე
მიყვარხარ სულით და გულით, ცხვირით და თითებით. მაგიჟებს შენი თვალები და სურნელი. მარტო დავრჩი და შენ კი არასდროს მტოვებ, შენზე ფიქრი არასდროს მტოვებს. შენი თვალები, შენი ვრცელი და უკიდეგანო თვალები სულში მიძვრებიან და მაფორიაქებენ. ვრჩები საღამოობით მარტო და ამ სულის ნაბოდვარით შენთან ვჩნდები. იცოდე! და ყოველთვის იცოდე შენ ხარ ჩემი არტერია დეეეეე.......
magic number
2წთ-ში გადის 2 წთ
18,20,22 მათ შორის განსხვავებაა ორი
ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია
ადამიანი ორ გამზომილებაშია
მხოლოდ ორი თვალით შეგიძლია იტირო
დღე-ღამეც ერთად ორია
არსებობს მხოლოდ ორი უკიდურესობა
ორი წვეთი ციდან უკვე წვიმაა
ორი თითით შეგიძლია გამოხატო მშვიდობა
ორი სიტყვით სათმელს იტყვი,
მაგრამ ამ ქვეყნად ორჯერ ვერ მოხვალ!!!
Saturday, July 24, 2010
extraordinary
ვიცვლი სტილს, ვიწყებ სიცილს
ვიცვლი გულს და ვიცვლი სულს
ვიწყებ მე ახალ გაზაფხულს.
ვტოვებ მე ჩემს ცბიერ წარსულს
სად ვტოვებ? გამვლელს ვაყოლებ
შორს ვატან და სახეში ვაბოლებ.
თვალს ვაყოლებ, მერე წინ ვასწორებ.
გზას და მომავალს გავყურებ.
ყველას ვაფრთხილებ! ჩამომეცალეთ
თუ ვინმე გაგთელეთ...
მკიდია, გზა ხიდია და მოვიდა იდია.
მერე, ქვეშ წყლებმა იდინა, ვიღაცამ მწარედ იტკინა
და მერე იტირა.
მე გადავედი, სხვა ნაპირს დავადექი.
და დამედევნა მე ჩემი ბექი.
Thursday, July 22, 2010
ხალოოუ
ჩემს მოსვლას და თქვენს დახვედრას გაუმარჯოს :))